ნორვეგიის უსაფრთხოების სამსახურმა 17 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც ოსლოს მეტროში ასაფეთქებლის ინციდენტთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.
დღეს, ოსლოს პოლიციამ ერთ-ერთ მეტროს სადგურში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა და გააუვნებელყო. ის სადგურის შესასვლელთან აღმოაჩინეს.
ამ ფაქტის გამო, მგზავრებისა და ირგვლივ მდებარე ბარებიდან და რესტორნებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტი სამთავრობო შენობებიდან ორი კილომეტრის დაშორებით მოხდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ დაკავებული ნორვეგიაში რუსეთიდან ჩასული 17 წლის მოზარდია, რომელიც მშობლებთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვს.