ქართული კუთხე მარსელის მუზეუმში - როგორ აცნობენ ტურისტებს ქართულ მეღვინეობას ევროპის კულტურის ცენტრში

ქართული კუთხე მარსელის მუზეუმში - როგორ აცნობენ ტურისტებს ქართულ მეღვინეობას ევროპის კულტურის ცენტრში

"მუზეუმის ექსპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მეღვინეობას ეხება, ჩვენთვის - ქართველებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. ეს გამოფენა იწყება ქართული ნიმუშებით. წარმოდგენილია ქვევრი კახეთიდან, შემდეგ ქვევრის მოვლის საშუალებები - ორშიმო, სარცხი, სამთითა... ასევე ყურძნის ჩამოსაკრეფად განკუთვნილი გიდელიც", - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აღნუსხვა-დოკუმენტირების სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - გიორგი გაგოშიძე მარსელის მუზეუმზე გვესაუბრა…

- ქალაქი - მარსელი გახლავთ საფრანგეთის უდიდესი პორტი ხმელთაშუა ზღვის პირას. ლიონის ყურესთან მდებარე დიდი ქალაქია, 800 ათასი მაცხოვრებლით... ისტორიული ქალაქიც გახლავთ, რადგან დაარსებულია ბერძენი მოახალშენეების მიერ, ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში... ეს ქალაქი მხოლოდ ინდუსტრიული კი არა, კულტურის ცენტრიც არის. 2013 წელს ევროპის კულტურის დედაქალაქი იყო და ამიტომაც იქ აშენდა ძალიან ბევრი, საინტერესო ნაგებობა. ერთ-ერთი ასეთი ნაგებობაა ულტრათანამედროვე მუზეუმი. ეს არის ხმელთაშუაზღვისპირული ცივილიზაციების მუზეუმი. მუზეუმი მოიცავს არა მხოლოდ თანამედროვე შენობას, არამედ ძველ პორტთან არსებულ სენ ჟანის ციხე-სიმაგრესაც, რომელიც მე-17-ე საუკუნეშია აგებული. ციხე-სიმაგრე და მუზეუმის შენობა ერთმანეთთან რკინის ხიდით არის დაკავშირებული. ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი მუზეუმის როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერიც... მუზეუმში საინტერესოდაა წარმოდგენილი, როგორც ძველი არტეფქტები, ასევე თანამედროვე საშუალებებით გაცოცხლებული ისტორია. მთელი სამუზეუმო სივრცე თემატურად ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი ნაწილი მიწათმოქმედების წამოშობას უკავშირდება... პირველ თემატურ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ადამიანის მიერ მიწათმოქმედების დასაწყისი პერიოდი. ხმელთაშუაზღვისპირული ცივილიზაცია სამ ფუნდამენტურ კულტივირებულ მცენარეულ პროდუქტს ემყარება. ეს არის - ხორბალი და მისგან წარმოქმნილი პურეული, ვაზი თავისი ღვინით და ზეთისხილის ზეთი... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ, როგორ გამოიყურება ექსპოზიცია, რომელიც მნახველს ქართულ მეღვინეობას აცნობს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება