ელი სააბი - ყველაზე ცნობილი ლიბანელი დიზაინერის უცნობი ოჯახი და შვილები

ელი სააბი - ყველაზე ცნობილი ლიბანელი დიზაინერის უცნობი ოჯახი და შვილები

ამ ლიბანელი დიზაინერის სახელი უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. მისი შექმნილი საღამოს თუ საქორწილო კაბები ჯერ კიდევ მისი კარიერის დასაწყისში მოირგეს ყველაზე ცნობილმა ქალბატონებმა. მსოფლიო საქორწილო მოდამ მისი წყალობით უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ.

დიზაინერი 1964 წლის 4 ივლისს ბეირუთში, კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა სიყმაწვილეშივე შეამჩნიეს ჭრა-კერვის ნიჭი და დარწუნებულები იყვნენ, რომ ბიჭი მკერავი გამოვიდოდა. სულ პატარა ბიჭი საკუთარ დებს დიდებულ კაბებს უკერავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიბანში მკერავის პროფესია ოდითგანვე მამაკაცურ საქმედ მიიჩნეოდა. ამ ქვეყანაში მკერავებს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. თუმცა იყო ერთი მაგრამ... საქმე ის იყო, რომ აღმოსავლეთში მკერავი გარკვეულ დოგმებს უნდა დამორჩილებოდა, მის ფანტაზიას არცთუ დიდი გასაქანი ჰქონდა.

უფრო ფართო ასპარეზზე გაჭრის სურვილმა იმდენი ქნა, რომ ელი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 1981 წელს ელი სააბი დიზინერის პროფესიის დაუფლებას შეუდგა. მსოფლიო მოდის სამყაროში პროფესიონალიზმის ამაღლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი მოდის სახლის გახსნა გადაწყვიტა. მან აქცენტი სადღესასწაულო და საქორწინო კაბებზე გააკეთა. მისმა ჩანაფიქრმა გაამართლა. დიზაინერი საკუთარ სამშობლოში უდიდესი წარმატებით სარგებლობდა.

ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საყოველთაო აღიარებასა და წარმატებას მან სულ რაღაც 18 წლის ასაკში მიაღწია. საკუთარი ნამუშევრებისთვის ის უძვირფასეს ქსოვილებს იყენებდა. დღესდღეობით მის სალონს სტუმრობენ არა მარტო ლიბანელი, არამედ ფრანგი და შვეიცარიელი უმდიდრესი ქალაბტონები... განაგრძეთ კითხვა+იხილეთ ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება