მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სტეფანე ბრუნდება...

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სტეფანე ბრუნდება...

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სტეფანე მსმენელს "მუზამეს" მიერ დაგეგმილ კონცერტზე უბრუნდება. საათნახევრიანი პროგრამა, სიმღერები, რომლებმაც მსმენელს წლების წინ თავი შეაყვარა, დუეტები და რამდენიმე ახალი კომპოზიცია - აი, რა ელოდება მსმენელს "spacehall"-ში 22 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე.

"იქნება ბევრი ძველი სიმღერა, თუმცა არც ერთი ძველი საუნდით. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, რამდენ სიმღერას შევასრულებ, ვიცი რომ ბოლომდე დავიხარჯები, მაქსიმალურ სიამოვნებას მივანიჭებ მსმენელს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დიდი მადლობა "მუზამეს", რომ დაგეგმა, ძალიან მაგარ ადამიანებს. მექნება დუეტებიც - მაია დარსმელიძესთან, ქეთათოსთან და ერეკლე დეისაძესთან. Sparkle-თან მექნება ასევე დუეტი, ძალიან მაგარ გოგოებთან, რომლებიც "ბექვოკალში" იქნებიან.

მაიასთან ერთად ვიმღერებ როგორც ცნობილ ჰიტს - "ხელებს", ასევე ახალ დუეტს, რომელსაც არ ვიცით ჩავწერთ თუ არა, თუმცა კონცერტზე ნამდვილად ვიმღერებთ და ძალიან საინტერესო იქნება. კონცერტს საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს, მიხარია, რომ აინტერესებთ და ელოდებიან. მოლოდინი არის რომ გადაივსება აქაურობა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", - ამბობს სტეფანე.

"მუზამეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი წოწკოლაური განმარტავს, რატომ გაჩნდა სტეფანეს სოლო-კონცერტის გამართვის იდეა:

"ზოგადად ქართველი არტისტი ჩვენს რეალობაში ცოტა დაუფასებელია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მუსიკოსის მოწვევა. "მუზამე"-ს, როგორც იცით, ძირითადად უცხოელი არტისტები ჩამოყავს, გვინდოდა ქართველი არტისტიც ყოფილიყო, სტეფანეს კი საქართველოში პოპ-მუსიკის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი აქვს გაკეთებული, ძალიან თამამი იყო. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ მისი სიმღერების ახალი ინტერპრეტაციით მაყურებლისთვის მიწოდება საკმაოდ საინტერესო იდეაა.

"მუზამე" ჯგუფი ვთვლით, რომ სტეფანეს მუსიკა ძალიან ღირებულია და პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენ შექმნის დროს წავაყენეთ. საქართველოში საკმაოდ კარგი მუსიკა კეთდება და ჩვენი ერთ-ერთი სურვილიც ეს არის, ლოკალური არტისტები წინ წამოვწიოთ", - ამბობს გიორგი წოწკოლაური.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება