თურქეთის შესაბამისმა უწყებებმა ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილ 3,224 პირზე დაკავების ორდერები გასცეს. აღნიშნულის შესახებ CNN Turk იუწყება.
თურქეთში, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1000-მდე პირი დააკავეს.
პოლიციის სპეცოპერაციის ფარგლებში, თურქეთის 81 პროვინციაში განხორციელდა რეიდები, რომლის სამიზნე ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საიდუმლო სტრუქტურები იყო.
პოლიციის განცხადებით, ამ მომენტისთვის უკვე 1000-მდე ეჭვმიტანილია დაკავებული. თურქეთის შს მინისტრის თქმით, ოპერაცია კიდევ გრძელდება.
2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ოფიციალურმა ანკარამ აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ბრალი დასდო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში, ხოლო მისი ორგანიზაცია ტერორისტულად სცნო.