ბრიტანული და ქართული ჰიპ-ჰოპი SPACEHALL-ის სცენაზე

ბრიტანული და ქართული ჰიპ-ჰოპი SPACEHALL-ის სცენაზე

ერთი შეხედვით კლასიკური ჯაზი და ჰიპ-ჰოპი ერთმანეთს არ შეესაბამება, რთულად წარმოსადგენია მათი შერწყმა, თუმცა ამას ლეიბლ WASHINGTON CLASSICS-ის სულისჩმადგმელის - FUNKY DL-სთვის ხელი არ შეუშლია ექსპერიმენტი გაეკეთებინა, რომელიც წლების შემდეგ NUJABES-თან თანამშრომლობით გაგრძელდებოდა და მასთან ერთად არაერთ ცნობილ ნამუშევარს შექმნიდა.

დღეს, 28 აპრილს მულტიფუნქციური საკონცერტო დარბაზი SPACEHALL და BLOK 9 სწორედ ბრიტანული ჰიპ-ჰოპის სულისჩამდგმელს funky dl-s წარმოგიდგენთ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ საღამოს კი ქართველი არტისტები იქნებიან. ეს BLOK 9-ის რიგით მეორე ჰიპ-ჰოპ საღამოა. როგორც BLOK 9 ის ორგანიზატორი ოთო ბურკიაშვილი ამბობს ჰიპ-ჰოპის სმენის კულტურა ქართულ საზოგადოებაში საგრძნობლად გაზრდილია, ქართველ მსმენელს სურს ქართველი არტისტების ნახვა სცენაზე, მათი მოსმენა, მოსწონს ის ფაქტი, რომ ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტები აჟღერებენ სწორედ იმ პრობლემებს რომელიც ასე ახლოა მათთვის.

"აქ არ არსებობს ცენზურა, ამბობენ იმას რაც ტკივათ, რაც ასე მნიშვნელოვანია მათთვის. ვარღვევთ იმ მითებს როცა ჰიპ-ჰოპი სხვისი მუსიკა გონიათ რეჩიტატივებით, პირველივე კონცერტზე გამოჩნდა როგორი ძლიერი შემსრულებლები გვყავს, ყველა სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით. მათ აქვს ადგილი სადაც შეუძლიათ გააჟღენონ თავიანთი მუსიკა, იკონტაქტონ მსმენელებთან. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი რომ მაშინ როცა პირველ კონცერტს ვაკეთებდით დავუკავშირდი ყველას ვისი სახელი გავახსენდა და უმეტესობა ენთუზიაზმით წამოვიდა, სწორედ ეს არის სასიხარულო რო მათი პრიორიტეტი თანხა არ არის, მათთვის პირველი შესრულებაა და ისეთი დონის უცხოელ არტისტებს არ ჩამოუვარდებიან. შეიძლება არ მოგწონს ეს მიმდინარეობა მაგრამ არ მეგულება არც ერთი ადამიანი რომელსაც ხარისხიანი მუსიკა არ მოსწონს და სწორედ ამიტომ უნდა მოვიდნენ და მხარიდ აუჭირონ ქართველ მსმენელს, ანახონ რომ ისინი მათ გვერდით არიან" - ოთო ბრუკიაშვილი, BLOCK 9-ის ორგანიზატორი.

SPACEHALL-ის სცენას დღეს დაიკავებენ ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ არტისტები: ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფი MOKU MOKU, რომლის მუსიკაც ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის გარდა ფანქს და ინდუსტრიულ მუსიკას აერთიანებს. ასევე, გამორჩეული ქართული ჰიპ-ჰოპ პროექტი - გიორგი ზურაბიშვილი & MC CUTKILL და 90-იანების ამერიკულ ჰიპ-ჰოპ ჟღერადობაზე ორიენტირებული არტისტი - ლაშა ბაბუაძე.

- რას ნიშნავს შენთვის ეს მიმდინარეობა?

- ჰიპ-ჰოპი ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, ეს ცხოვრების სტილია, ყველაფერია ჩემთვის. ეს ისეთი მუსიკაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ააცეკვებს, არ არსებობს არ აყვე.ეს არ არის დაგეგმილი, გაწერილი მუსიკა , იმპროვიზაციაა , საინტერესო საუბარი, გადაძახილები, უნდა შეიგრძნო ეს მუსიკა.

- რატომ უნდა მოვიდეს მსმენელი დღევანდელ კონცერტზე?

- უნდა მოვიდეს იმიტომ რომ ნახოს რა შეუძლიათ ქართველ არტისტებს, მოუსმინონ ბრიტანული ჰიპ-ჰოპის ლეგენდას . ეს არ იქნება მხოლოდ კონცერტზე დასწრება , ისინი ამის მონაწილეები არიან, იკვრება წერ შემსრულებლთან ერთად , ვმღერით, ვამბობთ სათქმელს მსმენელთან ერთად, ჩვენს ერთი მთლიანი ორგანიზმი ვართ. - გიორგი ზურაბიშვილი.

"ისე როგორც დღეს დავუკრავთ , არასდროს დაგვიკრავს და არც დავუკრავთ. ყოვეთვის განსხვავებულია ჩვენი სეტები , ტრადიციალუად მე და ჯეი ჯაფარიძე და სანდრო მაისურაძე დაუკრავს ბასსზე, ეს იქნება სიახლე, ასევე დაუკრავთ ახალ ტერკებსაც რომელსაც ლაივში ვუკრავთ ბოლო პერიოდია. პრინციპულად ნომერ პირველია ჩემთვის ამის მსგავსი ივენთები, ორგანიზატორები ზრუნავენ იმაზე რომ წინ ქართველი არტისტები წინა პლანზე წამოიწიონ, ეს ძალიან მაგარია, არ უნდა დაიკარგოს ჩვენი ავთენტურობა - ტატო რუსია (ჯგუფი MOKU MOKU)

BLOK9 ჰიპ-ჰოპ კონცერტების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის სცენის დათმობას და ადგილობრივი სცენის მხარდაჭერას, ასე რომ ის მომავალშიც შემოგვთავაზებს ქართველ და არამრტო ქართველ საინტერესო ჰიპ-ჰოპ არტისტებს. დღევანდელი ღონისძიება კი 21:00 საათზე დაიწყება.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება