FBI-ის თარჯიმანი ცოლად გაყვა ISIS-ის მებრძოლს, რომელიც ტერორისტობამდე რეპერი იყო

FBI-ის თარჯიმანი ცოლად გაყვა ISIS-ის მებრძოლს, რომელიც ტერორისტობამდე რეპერი იყო

FBI-ის თარჯიმანი ცოლად გაყვა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლს, რომელზეც გამოძიება უნდა ეწარმოებინა და მასთან ქორწინების მიზნით 2014 წელს სირიაში გაიქცა - მართალია, ეს ფილმის სცენარს გავს, თუმცა რეალური ამბავია და ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა გაავრცელა.

საქმე ეხება ფედერალური ბიუროს თარჯიმანს დანიელა გრინს, რომელიც ატყუებდა თავის თანამშრომლებს საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ და ჯიჰადისტ მეუღლეს აწვდიდა ინფორმაციას, რომ მასზე გამოძიება მიმდინარეობდა.

გრინს, რომელსაც უმაღლეს საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, დავალება მიეცა გამოეძიებინა დენის ქასპერტის საქმე - გერმანელი რეპერისა, რომელი ISIS-ის შემადგენლობაში ჩაეწერა. მისი რეპერობის დროინდელი მეტსახელი Deso Dogg იყო.

ტერორისტად ქცეული რეპერი ინტერნეტსივრცეში ახალგაზრდების რეკრუტირების საქმეს ხელმძღვანელობდა და მისი გავლენები თანდათან იზრდებოდა ტერორისტულ დაჯგუფებაში. ის მონაწილეობდა პროპაგანდისტულ ვიდეოებში, მათ შორის რეპ-რეჩიტატივებში ხოტბას ასხამდა ოსამა ბენ ლადენს და ბარაკ ობამას მუქარის ტექსტებს უგზავნიდა.

CNN-ის ინფორმაციით, დაქორწინებიდან რამდენიმე კვირაში 38 წლის გრინმა გააცნობიერა რა შეცდომა დაუშვა და კვლავ აშშ-ში გაიქცა. ამერიკაში ქალი დააკავეს. მან სამართალდამცველებთან ითანამშრომლა და 2-წლიანი სასჯელი მიესაჯა. არსებული ინფორმაციით, ქალი გასულ ზაფხულს გაათავისუფლეს.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"