კინოთეატრი კავეა (თბილისი მოლი) შეუერთდა მთელს მსოფლიოში დაგეგმილ ღონისძიებას "King For A Day"
29 აპრილს, 19:30 საათზე, მსოფლიო პრემიერამდე ორი კვირით ადრე, გაიმართა გაი რიჩის ფილმის "მეფე არტურის ხმალი" 3D საპრემიერო ჩვენება.
ფილმის სცენარი დაფუძნებულია თომას მალორის რომანზე "The Death of King Arthur", რომელიც 1485 წელს გამოიცა.
სიუჟეტი მოგვითხრობს ერთ ჩვეულებრივ ბიჭზე, რომელმაც არაფერი იცის მისი სამეფო წარმომავლობის შესახებ, სანამ კლდიდან ესკალიბურის ხმალს არ ამოიღებს. შემდეგ ის ცდილობს მოიპოვოს ძალაუფლება, გააერთიანოს ხალხი და დაამარცხოს ვორტიგერნი, რომელმაც მოკლა მისი მშობლები და მიითვისა ტახტი.
მთავარ როლებში: ჩარლი ჰანემი, ჯუდ ლოუ, ანაბელ უოლისი.
კინომოყვარულებს ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში 11 მაისიდან შეეძლებათ.
ტრეილერი:
https://www.youtube.com/watch?v=4luDtkC3Oy0
https://www.youtube.com/watch?v=nmmUGvkHVho
ინტერვიუები: https://www.youtube.com/watch?v=U1EtrwK29HM