ალექსეი ნავალნის განცხადებით, მას შემდეგ რაც სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს, ერთ თვალში მხედველობის 80% დაკარგა

ალექსეი ნავალნის განცხადებით, მას შემდეგ რაც სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს, ერთ თვალში მხედველობის 80% დაკარგა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის განცხადებით, მას შემდეგ რაც სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს, ერთ თვალში მხედველობის 80% დაკარგა.

ნავალნის თქმით, მას საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რუსეთის ტერიტორიის დატოვება აკრძალული აქვს.

პოლიტიკოსის განცხადებით, ექიმებმა მარჯვენა თვალის საშუალო დონის ქიმიური დამწვრობა დაუდგინეს. როგორც ნავალნიმ აღნიშნა, ექიმების თქმით, ბრილიანტის მწვანე სხვა ხსნარით იყო გაზავებული, რამაც ასეთი ეფექტი გამოიწვია.

27 აპრილს რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის სახეში ბრილიანტის მწვანე შეასხეს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიციონერი "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ოფისიდან გამოვიდა. მასთან ახალგაზრდა მამაკაცმა მივიდა და ბრილიანტის მწვანე შეასხა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"