რატომ დატოვა ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრი - მსახიობის კომენტარი

რატომ დატოვა ნანუკა ხუსკივაძემ რუსთავის თეატრი - მსახიობის კომენტარი

ნანუკა ხუსკივაძე ადასტურებს, რომ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრიდან მისი წასვლის მიზეზი თეატრის განვითარების ძირითად საკითხებზე ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობა იყო.

"ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან წასვლის მიზეზი იყო ქალაქის ხელმძღვანელობასთან ვერშეთანხმება იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მე მართებულად მიმაჩნდა. დეტალებზე არ ვილაპარაკებ, თუ შეიძლება", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ნანუკა ხუსკივაძემ.

ნანუკა ხუსკივაძე რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სპეციალური საბჭოს რეკომენდაციით, 10 აპრილს დაინიშნა. დაკავებული თანამდებობიდან წასვლის თაობაზე კი ნანუკა ხუსკივაძემ განცხადებით რუსთავის მერს 27 აპრილს მიმართა. 1-ელი მაისიდან რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით, ხელახალი კონკურსის დასრულებამდე თეატრის დირექტორი ზვიად დოლიძე შეასრულებს.

რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება