ევაკუაცია პარიზში ლუვრის მუზეუმთან - რა იპოვა პოლიციამ "საეჭვო" ჩანთაში

ევაკუაცია პარიზში ლუვრის მუზეუმთან - რა იპოვა პოლიციამ "საეჭვო" ჩანთაში

პარიზის პოლიციამ ლუვრის მუზეუმთან მდებარე მოედნიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა, ამის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.

ევაკუაციის მიზეზად ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მიღებული ინფორმაციაა. მალევე გაირკვა, რომ ევაკუაცია საეჭვო ჩანთის პოვნას უკავშირდება, რომელშიც ვიდეოკამერის აკუმულატორები აღმოჩნდა. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის შტაბში განაცხადეს. დღეს საღამოს სწორედ ამ ადგილზე ემანუელ მაკრონის მხარდამჭერების მიტინგი უნდა გაიმართოს.

"დღეს, 13:00 საათზე ჩანთას, რომელშიც ვიდეოკამერის სამი აკუმულატორი იყო, ძაღლმა მიაქცია ყურადღება, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების პოვნაშია გაწვრთნილი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 300-მდე ჟურნალისტს, ვინც იმ დროისთვის ადგილზე იმყოფებოდა, ტერიტორია დაატოვებინეს და უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს", - განაცხადეს მაკრონის საარჩევნო შტაბში.

იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"