წინასწარი შედეგებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა

წინასწარი შედეგებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 65,9% მიიღო.

"ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა კი ამომრჩეველთა ხმების 34,1% მიიღო.

საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს ჩატარდა. თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებში 11 დარეგისტრირებული კანდიდატი მონაწილეობდა.

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი - 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"