ღარიბაშვილი მეუღლით, კალაძე, ბერა და სხვა ცნობილი სახეები ანუკი არეშიძის ჩვენებაზე

ღარიბაშვილი მეუღლით, კალაძე, ბერა და სხვა ცნობილი სახეები ანუკი არეშიძის ჩვენებაზე

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ 7 მაისს ფუნიკულიორზე ახალი კოლექციის ჩვენება გამართა.

2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის მთავრობის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები. ჩვენებას ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინო კობახიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, ასევე ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე.

ჩვენებაზე შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც იყვნენ მიწვეულნი: რეპერი ბერა, ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, მოდელი ნინო ცქიტიშვილი და სხვა ცნობილი სახეები.

ანუკის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ქართული ანბანის პრინტებით იყო გაწყობილი. ფერად კოლექციაში ვარდისფერი და ცისფერი ფერები სჭარბობდა, უხვად იყო გამოყენებული ყვავილები.

კოლექციის ჩვენება "მის საქართველო 2016"-მა ნუკა ყარალაშვილმა დახურა.

ფოტო: ანა კოსტომაროვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება