ვინ არიან "x ფაქტორის" კონკურსანტები, რომლებმაც ყველაზე დაძაბულ ტურში გაიმარჯვეს - გიორგის და სოფოს საუკეთესო ოთხეული

ვინ არიან "x ფაქტორის" კონკურსანტები, რომლებმაც ყველაზე დაძაბულ ტურში გაიმარჯვეს - გიორგის და სოფოს საუკეთესო ოთხეული

"X ფაქტორის" ყველაზე დრამატული ეტაპი დღეს დაიწყო. სოფო ნიჟარაძემ და გიორგი გაბუნიამ საუკეთესოებს შორის საუკეთესოები შეარჩიეს. დღეს სკამების ტურის პირველ ეპიზოდში, ჟიურიმ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო - ბიჭების კატეგორიაში პროექტში მონაწილეობას გააგრძელებენ: ნიკა ლაზარიაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, მერაბ ამზოევი და სანდრო კურცხალიძე.

რაც შეეხება ბავშვებს, მაყურებლის დიდი მოწონების მიუხედავად, პროექტში ვერ მოხვდა ჩოხატაურელი ლილიანა ლომინეიშვილი. სამაგიეროდ გაუმართლა გრიგოლ ყიფშიძეს, დაიანა შავაძეს, თამარ ედილაშვილს და ლიზა კალანდაძეს. გიორგი გაბუნიას გადაწყვეტილებამ კი მენტორების გაოცება გამოიწვია, მან პროექტიდან გაუშვა სანდრო ფარცვანია და ამის მიზეზად პატარა კონკურსანტის შესრულების დროს დაშვებული ხარვეზები დაასახელა.

საუკეთესოების რიცხვებში მოხვედრილმა კონკურსანტებმა შთაბეჭდილებები Ambebi.ge-ს გაუზიარეს.

გრიგოლ ყიფშიძე ( ბავშვების კატეგორია): საკუთარ ძალებში ყოველთვის დარწმუნებული ვარ, მაგრამ საუკეთესოებს შორის მოხვედრას არ ველოდი. გამიმართლა და ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის.

თამარ ედილაშვილი (ბავშვების კატეგორია): მოხარული ვარ ჟიურის გადაწყვეტილებით. მინდა შემდეგ ტურში უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო და ორ საუკეთესოს შორის მოვხვდე.

მერაბ ამზოევი (ბიჭების კატეგორია): ასეთ წარმატებას ნამდვილად არ ველოდი, ბევრი ღირსეული კონკურენტი მყავდა, ახლა უკვე პირდაპირ გამარჯვების გზაზე ვარ და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.

ხვიჩა კვარაცხელია (ბიჭების კატეგორია): როცა პროექტში მონაწილეობას აპირებ, ბუნებრივია გამარჯვებაშიც დარწმუნებული ხარ, ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც და ეს არის გზა წარმატებისკენ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება