"მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე"...

"მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე"...

ჟურნალისტ მეგი კავთუაშვილის საკმაოდ აქტუალურ და მტკივნეულ ბლოგს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ ამ ამოძახილს, რომელშიც ბევრი ადამიანის სათქმელია გაერთიანებული.

"სკოლა - ლიმუზინი - შარვალი და კოსტუმი

მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე. შემრცხვებოდა მოსწავლეების და მათი მშობლების. რაც ჩემგან სკოლის კედლებში უნდა მიეღოთ, რეპეტიტორებისგან რომ ისწავლეს. რაშიც სახელმწიფომ მე ხელფასი გადამიხადა, იგივე ცოდნის ყიდვა მშობლებს რომ სხვაგან მოუხდათ. რა დროშიც მე უნდა მესწავლებინა, ის პერიოდი უშედეგოდ დასრულდა და დამატებითი დროის დახარჯვა მოუხდათ ბავშვებს.

ვერ წავიდოდი ბანკეტზე და ჩემ "ქეიფ-დროს ტარებაში" კიდევ დამატებით ვერ დავახარჯინებდი ნასესხებ ან სიმწრით ნაშოვნ ფულს მოსწავლეების მშობლებს.

გულშემოყრილი დამხვდა ჩემი სტილისტი. გამოვკითხე, რა გჭირს, ხომ მშვიდობა გაქვს-მეთქი. ჩაეცინა, ჩემი ბიჭი სკოლას ამთავრებს და საბანკეტოდ 400 - 400 ლარს აგროვებენო. დამრიგებელს უთქვამს, ყველა მასწავლებელი უნდა დავპატიჟოთ და ლიმუზინები ვიქირაოთო.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ