ტერაქტი მანჩესტერში კონცერტის დროს: დაღუპულია 22 ადამიანი, დაშავდა - 60

ტერაქტი მანჩესტერში კონცერტის დროს: დაღუპულია 22 ადამიანი, დაშავდა - 60

დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერის სპორტულ არენაზე აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 22 ადამიანი, დაშავებულია - 60. მომხდარი უკვე შეფასდა როგორც ტერორისტული აქტი.

აფეთქება ადგილობრივი დროით 22:35 საათზე მოხდა, ამერიკელი პოპ ვარსკვლავის არიანა გრანდეს კონცერტის მსვლელობისას. პოპ-ვარსკვლავი დიდ ბრიტანეთში მუსიკალური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: როგორ გარბის ხალხი მანჩესტერის სტადიონიდან, სადაც აფეთება მოხდა

მედიის ცნობით სტადიონზე 2 აფეთქების ხმა გაისმა. სავარაუდოდ, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

თავად არიანა გრანდე არ დაშავებულა. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა მან კონცერტი დაასრულა და სცენიდან გასული იყო. მომღერალმა სამძიმრის ტექსტი დაწერა ტვიტერზე: "შეძრული ვარ, მთელი გულით ვწუხვარ. სიტყვები არ მაქვს".

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"