მონარქების წარმოუდგენელი არამეფური საქმეები - სად მუშაობენ სამეფო ოჯახების წევრები

მონარქების წარმოუდგენელი არამეფური საქმეები - სად მუშაობენ სამეფო ოჯახების წევრები

მსოფლიოს მონარქები და სამეფო ტახტის მემკვიდრეები ისეთივე მოკვდავი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. წოდებებისა და ტიტულების მიუხედავად, ძლიერნი ამა ქვეყნისანი რიგითი მოქალაქეების მსგავსად, სამეფო მოვალეობის შესრულებასთან ერთად, სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ჰოლანდიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქვეყნის მეფემ ვილლემ-ალექსანდრმა აღიარა, რომ პერიოდულად სამოქალაქო ავიაციის მფრინავად მუშაობს. მონარქი პილოტის ლიცენზიას ფლობს და თვეში ორჯერ სახელმწიფოებრივი საქმიანობისგან თავისუფალ დროს, ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM-ის საჰაერო ლაინერზე მეორე პილოტად დაფრინავს. რიგითი პილოტების მსგავსად, ჰოლანდიის მეფე ამ სამსახურში კუთვნილ ხელფასს იღებს.

მნათე ივანე მრისხანე

რუსეთის მეფე ივანე IV მრისხანე ისტორიაში მკაცრ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ნაბიჯებთან ერთად, დაუოკებელი სისასტიკით შევიდა. მონარქმა საკუთარი შვილიც კი მოკლა. ფიცხი ხასიათის მიუხედავად, ივანე მრისხანე ეკლესიაში მნათედ მუშაობდა. მის მოვალეობაში სანთლებისა და კანდელის ანთება და ზარების რეკვა შედიოდა. გადმოცემით ყოველდღიურად ის ეკლესიაში 5-6 საათს ატარებდა. ხშირად ბრძანებები ხალხის სიკვდილით დასჯასა და წამებაზე ეკლესიის კედლებში გაიცემოდა.

შვედეთის მეფე და მისი ზარდახშები

საკუთარი გატაცება შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკსაც (მონარქი 1751-1771 წლებში) ჰქონდა. ხალხმრავალ და ხმაურიან შეკრებებსა და მეჯლისებს მონარქი სიწყნარეში მარტო ყოფნას ამჯობინებდა. თავისუფალ დროს ის სხვადასხვა ორნამენტებით მორთულ ხის ზარდახშებს ამზადებდა, რომლებსაც სასახლის კარისკაცებსა და მოახლეებს უანგაროდ ჩუქნიდა.

საკუთარ ხელქვეითებს ფრედერიკი როგორც უწყინარი და ტაქტიკური პიროვნება, დაამახსოვრდა. ერთადერთი, რითაც მან ქვეყნის ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა, ეს წაგებული შვიდწლიანი ომი და დაცარიელებული სახელმწიფო ხაზინაა.

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე სასწრაფო დახმარების თანამშრომელია

2009 წელს კემბრიჯის ჰერცოგმა პრინცმა უილიამმა შვეულმფრენის პილოტისა და ოფიცრის წოდების რანგში, სამეფო საფრენოსნო სასწავლებელი დაამთავრა. იმავე წელს მან სამაშველო შვეულმფრენის პილოტად დაიწყო მუშაობა. ეკიპაჟთან ერთად, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე ზღვაში უბედურებაში მოყოლილ მეზღვაურებს ეხმარებოდა. პრინც უილიამის ანგარიშზე 150-ზე მეტი წარმატებული ოპერაციაა.

2015 წელს კემბრიჯის ჰერცოგმა სამსახური შეიცვალა და სასწრაფო დახმარების ავიარაზმში დაიწყო მუშაობა. ახალ ადგილზე მოხვედრისთვის მას, რიგითი ბრიტანელების მსგავსად, 14 გამოცდის ჩაბარება მოუხდა. აღებულ ხელფასს უილიამი ქველმოქმედებაზე ხარჯავდა.

ექსტრემალი მეფე

თანამედროვე მონარქებიდან ადრენილისადმი ყველაზე დიდი სიყვარულით იორდანიის მეფე აბდალა II გამოირჩევა. ყოველდღიური რუტინული საქმიანობისგან თავის დაღწევისთვის ყოველ ჯერზე მეფე ახალ-ახალ გასართობს პოულობს. მას უკვე ათვისებული აქვს თვითმფრინავის მართვა და პარაშუტით ხტომა. გავლილი აქვს სამხედრო მყვინთავის კურსებიც. მეფეს იზიდავს ყველაფერი, რაც ექსტრიმთან და ადრენალინთანაა დაკავშირებული. აბდალა II ბოლო გატაცება ავტორალია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"