ლევან იზორია - 3 წლის განმავლობაში 9 ბატალიონი მომზადდება

ლევან იზორია - 3 წლის განმავლობაში 9 ბატალიონი მომზადდება

ხაზგასმით ითქვა, რომ წელს ნატო-ს წევრი გახდება მონტენეგრო, რაც არის მკაფიო სიგნალი იმ ქვეყნებისთვის, ვისაც სურს გახდეს ნატო-ს წევრი და იზიარებს იმ საერთო ღირებულებებს, რაც აკავშირებს ალიანსის წევრ ქვეყნებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

იზორიას შეფასებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია.

"მოსახლეობამ იცის, რომ ასამბლეის სხდომა აქამდე ნატო-ს მხოლოდ 4 არაწევრ ქვეყნააში ჩატარებულა და დღეს ეს ოთხივე ქვეყანა ნატო-ს წევრია. დღეს დილით გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის გამორჩეული ასპირანტი ქვეყანა ნატო-სთვის. ხაზგასმით ითქვა, რომ წელს ნატო-ს წევრი გახდება მონტენეგრო, რაც არის მკაფიო სიგნალი იმ ქვეყნებისთვის, ვისაც სურს გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა და იზიარებს იმ საერთო ღირებულებებს, რაც აკავშირებს ალიანსის წევრ ქვეყნებს. შესაბამისად, ეს არის იმ პოლიტიკის ხაზგასმა, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული და ასევე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული, რაც ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას იმ რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც დავგეგმეთ თავდაცვის უწყებაში და რომლის ინტენსივობის ხარისხი მომავალ წლებში საკმაოდ მაღალი იქნება", - აღნიშნა იზორიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ნატო-ს სტანდარტებთან ჩვენი შეირაღებული ძალების დაახლოების კუთხით.

"ეს უნდა ოხდეს მეტი წვრთნებით. ამ პროგრამის ფარგლებში 9 ბატალიონი 3 წლის განმავლობაში მომზადდება. ეს პროცესი გვაძლევს, როგორც ინსტიტუციურად დაახლოებას, ასევე ჩვენი სამხედროების მუდმივი წვრთნების რეჟიმში მდგრადობის შენარჩუნებით, ნატო-ში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობებს", - აღნიშნა იზორიამ.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე