ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა

ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა

რუსული მედია უკვე აქტიურად წერს ახალი ინფორმაციის შესახებ - ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა. როგორც ჩანს, გავრცელებულმა ხმებმა, რეპერ გუფთან რომანის შესახებ, საბოლოოდ დაუსვა წერტილი წყვილის 4-წლიან ურთიერთობას. ქეთას და ლევ გეიხმანს პატარა ქალიშვილი ოლივია ჰყავთ.

თუმცა, როგორც გამოცემა dni.ru წერს, A'Studio-ს სოლისტის ახლო გარემოცვის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა ღალატის სკანდალამდეც აირია. ამის მიზეზი კი ლევ გეიხმანის მუდმივი მივლინებები გახდა საზღვარგარეთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი წლის განმავლობაში დიდ დროს ატარებდა ამერიკაში, ქეთა თოფურია კი დატვირთული რეჟიმის და პატარა ქალიშვილის გამო რუსეთიდან წასვლას ვერ ახერხებდა.

ცოტა ხნის წინ, ქეთა თოფურიას პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ოლივია, ქეთა და ლევი ერთად იყვნენ ასახულნი. როგორც გაირკვა გეიხმანი ამერიკიდან დროებით იყო დაბრუნებული.

შეგახსენებთ, იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ქეთა თოფურიას უკვე 1 წელია 37 წლის რეპერ გუფთან აქვს რომანი. ჭორები ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ლევ გეიხმანთან ქორწინებაში მყოფ ქეთა თოფურიას ირგვლივ სკანდალი კარგა ხანს გაგრძელდა.

ჭორის გავრცელებიდან მალევე, გადაცემაში "Ты не поверишь!" ქეთას დედამ, ნატალია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ქმარს პრაქტიკულად ვერ ნახულობს, რადგან გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ქეთა თოფურიას ინსტაგრამის გვერდზეც, სადაც მომღერალი აქტიურად ათავსებს ფოტოებსა და ვიდეოებს, ლევ გეიხმანის ფოტოები აღარ გამოჩენილა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება