ძლიერი აფეთქება ქაბულში, რომელსაც 80 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი დაშავდა

ძლიერი აფეთქება ქაბულში, რომელსაც 80 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი დაშავდა

ქაბულის ცენტრში, გერმანიის საელჩოსთან ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი გარდაიცვალა, 300-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბომბი გერმანიის საელჩოს მახლობლად მდგომ მანქანაში ამოქმედდა. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების საელჩოები და ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეა განლაგებული.

პოლიციამ ქაბულის ცენტრალური ნაწილი გადაკეტა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. მომხდარის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"