"გაგიკვირდებათ და, უმეტესობა პირველივე მესიჯში დაოჯახებას მთხოვს..."

"გაგიკვირდებათ და, უმეტესობა პირველივე მესიჯში დაოჯახებას მთხოვს..."

მას შემდეგ, რაც სცენაზე გამოჩნდა, თინეიჯერების, და არ მარტო მათთვის, ფავორიტად იქცა. გვანცა ოსიყმაშვილი მაყურებლისთვის ყველაზე ლამაზ და იდუმალ მონაწილესთან ასოცირდება. რამდენიმე თვის წინ ბათუმიდან თბილისში გადმოსახლდა, მიუხედავად იმისა, რომ 22 წლისაა, დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა. დედისერთა განებივრებული გოგონას ეს ნაბიჯი ბევრისთვის გასაკვირი აღმოჩნდა. პირადი ცხოვრების შესახებ არ საუბრობს, ამიტომ თაყვანისმცემლებმა იდუმალი გოგონა შეარქვეს.

- ძალიან მეშინოდა ამდენი მაყურებლის წინაშე წარდგომის - ქართველი მაყურებელი პრეტენზიულია და მხოლოდ სრულყოფილ შესრულებას იმსახურებს. მეშინოდა იმისიც, რომ ოპერა არ არის ამ სატელევიზიო შოუს ფორმატი. მაგრამ წელს მამამ იმდენჯერ მთხოვა, რომ დამითანხმა. თუმცა ქასთინგზე მიმავალს ფეხები უკან მრჩებოდა და დავაგვიანე კიდეც. უკან წამოსვლას ვაპირებდი დაკეტილ ჭიშკართან მისული, როცა ერთ-ერთმა კოორდინატორმა შემამჩნია და დამიძახა.

- სცენაზე ყოფნისას არც შიში გეტყობოდა და არც ნერვიულობა.

- ძალიან ვნერვიულობდი. სამი თვე ლარინგიტი მქონდა - ლაპარაკიც კი მიჭირდა. სასწაული იყო, სიმღერა რომ შევძელი. არც მორალურად ვიყავი მზად, არც ფსიქოლოგიურად. შიშისგან მუხლები ისე მიკანკალებდა, მიკროფონის საყრდენს ვებჯინებოდი, რომ არ წავქცეულიყავი. ცრემლის შეკავება დიდ ძალისხმევად დამიჯდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ დამტყობოდა არც ნერვიულობა და არც შიში. მიხარია, თუ გამომივიდა.

- გოგონამ, რომელსაც მუხლები უკანკალებდა შიშისგან, გამოაცხადა, რომ ქალაქისა და ქვეყნის დასაპყრობადაა მოსული...

- ხალხს არასოდეს უნდა აჩვენო შენი სისუსტე. სასიამოვნოა, რომ მცნობენ - მაღაზიაში, ტრანსპორტში, ქუჩაში. ზოგი მიხუტებს, წარმატებას მისურვებს, უმეტესობა ფოტოების გადაღებას მთხოვს და თავიდან ეს ისეთი ამაღელვებელი იყო, თავს ვერ ვიკავებდი.

- თაყვანისმცემლებიც მოგემატებოდნენ, ყვავილებით გხვდებიან, ალბათ...

- აი, ყვავილები არ მხვდება, სამწუხ­აროდ (იცინის). უფრო მესიჯები მხვდება ფეისბუქზე, გაგიკვირდებათ და, უმეტესობა პირველივე მესიჯში დაოჯახებას მთხოვს...

- სადედამთილოები არ გწერენ?

- არა, სადედამთილოები და მაჭანკლები დედას აკითხავენ ბათუმში. ეგ კი არა, ისეთი ადამიანები გვირეკავენ, რომლებსაც წლების მანძილზე არ ვახსენდებოდით, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, მაგრძნობინებდნენ, რომ არ მოვწონდი. ახლა ყველასთვის კარგი და საყვარელი გოგო ვარ.

- კარგ და საყვარელ გოგოს შეყვარებული ჰყავს?

- არა. ჯერ კიდევ წინა ურთიერთობის მარწუხებში ვარ.

- გამოდის, ყველაფერი არ დასრულებულა.

- ჩვენ მეგობრები ვართ, აზრებს ვცვლით, ვსაუბრობთ. ის ყველა ჩემს გამოს­ვლას ესწრება და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, მშობლების შემდეგ.

განგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება