აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ სააგენტო "თურანი" ადვოკატ ელჩინ სიდიგოვზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, მუხტარლის ახალი ბრალდება წარედგინა - ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, თანხაც ჩაუდეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"