ფილიპინებში აფეთქება მოხდა

ფილიპინებში აფეთქება მოხდა

ფილიპინებში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალაქ ნიუპორტში კურორტ World Manila-ზე, ერთ-ერთ გასართობ კომპლექსში ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი აფეთქება მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა ინტერნეტის მეშვეობით ვრცელდეა.

არაოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 10-მდე ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაციები, რომ მომხდარი შემთხვევის უკან ”ისლამური სახელმწიფო” დგას, თუმცა, ამ დრომდე ოფიციალური უწყებების მხრიდან ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მინიჭებია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"