სამხრეთ კორეის მილიონიანი ტირაჟის მქონე ჟურნალი საიუბილეო სტატიას ქართულ ღვინოს მიუძღვნის

სამხრეთ კორეის მილიონიანი ტირაჟის მქონე ჟურნალი საიუბილეო სტატიას ქართულ ღვინოს მიუძღვნის

საქართველოს ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ცნობილი სამხრეთ კორეელი ენოლოგი, პროფესორი ბანგ ჯინ-შიკი ეწვია, რომელიც თავის საიუბილეო მე-100 სტატიას ქართულ ღვინოს მიუძღვნის. ამის შესახებ Allwine.ge-ს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ბანგ ჯინ-შიკი წლების მანძილზე საფრანგეთში მოღვაწეობდა და ამჟამად კორეის უმსხვილესი ავიაკომპანია Korean Air-ის საბორტო ჟურნალის პროფესიონალი მიმომხილველია. სტატიები ქართულ ღვინოზე სწორედ Korean Air-ის საბორტო ჟურნალში დაიბეჭდება. ვიზიტის ფარგლებში ბანგ ჯინ-შიკი ეწვია ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სადაც საქმიანი შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილთან და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან გამართა, დაათვალიერა სააგენტოში განთავსებული მარანი, ენოთეკა და მუზეუმი. როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, სამხრეთ კორეაში ქართული ღვინის იმპორტი ბოლო წლებში მზარდია და ქართული ღვინოზე დაწერილი სტატიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას აღნიშნულ ქვეყანაში.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"