ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, 48 ადამიანი დაშავდა. მათ შორის პოლიციის ოფიცერიც არის, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა სამივე თავდამსხმელის ლიკვიდირება შეძლეს.

ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა წინასაარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერა, თუმცა "გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის" ლიდერმა პოლ ნატოლმა განაცხადა, რომ ჩვეულ განრიგს არ გადაუხვევს, რადგან ეს სწორედ ის არის, რაც ტერორისტებს სურდათ.

"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მთავრობის საგანგებო კომიტეტის, COBRA-ს სხდომა უკვე გამართა და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ნახეთ: ვრცელდება ფოტო, რომელზეც ლონდონში ლიკვიდირებული ტერორისტები არიან ასახულნი

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"