ჯორჯ და ამალ ქლუნებს ტყუპები გაუჩნდათ

ჯორჯ და ამალ ქლუნებს ტყუპები გაუჩნდათ

"ოსკაროსან" მსახიობს ჯორჯ ქლუნის და მის მეუღლე ამალს ტყუპები შეეძინათ.

"დღეს დილით ამალს და ჯორჯს ტყუპები, ელა და ალექსანდერ ქლუნები გაუჩნდათ. ელა, ალექსანდერი და ამალი ჯანმრთელად არიან. ჯორჯს დამამშვიდებლები გაუკეთეს და მალე მოვა გონს" - ხუმრობით დასძინა წყვილის მეგობარმა საუბრისას. როგორც ჯორჯისთვის, ისე ამალისთვის ეს პირველი შვილები არიან.

56 წლის მსახიობი ხუმრობს, რომ სულ ელოდებოდა გვიან ასაკში ოჯახის შექმნას.

"ძალიან მომწონს, რომ ჩემი ასაკის მეგობრები ყველანი დაოჯახებულები არიან და შვილებიც ყავთ. მათი ბავშვები გაზრდილები არიან და ზოგი კოლეჯშია და ჩემზე ეცინებათ. ამასწინათ სავახშმოდ წავედით, რვა მეგობარი, მათი შვილები ყველა კოლეჯში იყვნენ, ვისხედით და ყველა ძალიან მიჭერდა მხარს, ყველაფერი კარგად იქნება, მოგეწონება მამობაო, მერე უცებ ყველა გაჩუმდა და ბავშვის ტირილის ხმების გამოცემა დაიწყეს და მთელი მაგიდა იცინოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, ნამდვილი თავგადასავალი იქნება" - აღნიშნავს მსახიობი.

ჯორჯი და ამალი 2014 წელს იტალიაში, ვენეციაში დაქორწინდნენ.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება