რატომ დააშორეს ლიკა ქორქია და ბახვა ბრეგვაძე "X ფაქტორის" პროდუსერებმა

რატომ დააშორეს ლიკა ქორქია და ბახვა ბრეგვაძე "X ფაქტორის" პროდუსერებმა

"X ფაქტორის" წამყვანების რიცხვს, ამ სეზონზე მსახიობი ბახვა ბრეგვაძეც შეემატა. ის პირველ ლაივ-კონცერტზე მაყურებელს ლიკა ქორქიასთან ერთად გულშემატკივრების ოთახში მასპინძლობდა, თუმცა შოუს პროდუსერებმა ისინი ერთმანეთს "დააშორეს" და ახლა გადაცემაში სხვადასხვა ოთახიდან ერთვებიან.

- "X ფაქტორის" გუნდს ცოტა ხნის წინ შევუერთდი და ძალიან ბედნიერი ვარ. უკვე სიახლე მაქვს, პროდუსერების გადაწყვეტილებით, მე ცნობილი ადამიანების ოთახში ვიქნები და იქედან ვუმასპინძლებ მაყურებელს. გადაცემის მანძილზე სამი ჩართვა მაქვს, სადაც ჩემი სტუმრები თავიანთ ფავორიტებზე ისაუბრებენ და მაყურებელს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. პირველ გადაცემაში ჩემი მეგობარი ცნობილი ადამიანები მსტუმრობდნენ და ჩვენთან ერთად ისინიც კარგად გაერთნენ შოუს მსვლელობისას.

- როგორი იყო ლიკა ქორქიას გარეშე მუშაობა?

- მე და ლიკა წლებია ვმეგობრობთ. მასთან განშორება გამიჭირდა, მაგრამ ცნობილ ადამიანებშიც არ მიგრძვნია თავი უცხოდ.

ლიკასთან ერთად მხოლოდ ერთ გადაცემაზე ვიმუშავე და ის იყო ჩემი საყრდენი. ძალიან მომხედა პირველ ლაივზე. მაგრამ მე უფრო გავფართოვდი ახლა, წვეულების მოწყობა შემიძლია ჩემს დიდ ოთახში, მოკლედ, კარგად მოვეწყვე "X ფაქტორში".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება