კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

კიევში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. როგორც უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება, უცნობმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა.

„8 ივნისს, 00:05 საათზე, კიევის პოლიციის განყოფილებაში შემოვიდა ინფორმაცია კიევის შევჩენკოს რაიონში მდებარე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქების შესახებ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა ოპერატიული ჯგუფი“, - ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნეს, რომ უცნობმა პირმა საელჩოს ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"