ერაყის ქალაქ მუსაიაბში ტერაქტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ მუსაიაბში ტერაქტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ მუსაიაბში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანია დაღუპული, 35 კი დაჭრილი. სამართალდამცველების ცნობით, ხალხმრავალ მარკეტში თავი ქალმა ტერორისტმა აიფეთქა.

პარალელურად ტერაქტი მოხდა მუსაიაბიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ კერბალაშიც, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტობუსის გაჩერებაზე აიფეთქა. კერბალაში მომხდარ აფეთებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 4 ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ამ შემთხვევაშიც თავი ქალმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, მაგრამ ადგილობრივი პოლიციამ ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებს. ორივე აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"