ამერიკაში, შტატ მისურის ქალაქ კანზას სიტის მცხოვრები რიჩარდ ჯონსონი 17 წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა, რომელსაც ქურდობის ბრალდებით იხდიდა. გაირკვა, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.
1999 წელს რიჩარდ ჯონსონს ბრალი ქურდობაში დასდეს დამამძიმებელი გარემოებებით და 19 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდება აგებული იყო თვითმხილველთა ჩვენებებზე. მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა და დასახმარებლად უფლებადამცველებს მიმართა. მათ გაარკვიეს, რომ დანაშულის ადგილის სიახლოვეს ცხოვრობდა ვინმე რიკი, რომელიც ძალიან გავდა გარეგნულად ჯონსს.
ახალი სასამართლო მოსმენის შემდეგ, როდესაც რიკის და ჯონსის ფოტოები ერთმანეთს შეადარეს, მოწმეებმა განაცხადეს, რომ დარწმუნებულნი აღარ იყვნენ, რომ ჯონსი იყო დამნაშავე. ახალი ჩვენებების გამო სასამართლომ მამაკაცი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მომზადებულია kansascity.com-ს მიხედვით