პუტინი სტალინზე - "თანდაყოლილი ლაქა ყველა ჩვენგანს გააჩნია. მერე, რა?"

პუტინი სტალინზე - "თანდაყოლილი ლაქა ყველა ჩვენგანს გააჩნია. მერე, რა?"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან იოსებ სტალინის პიროვნების მიმართ თავისი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

”სტალინის გადაჭარბებული დემონიზება არის საბჭოთა კავშირზე და რუსეთზე თავდასხმის ერთ-ერთი გზა. იმის ჩვენება, რომ დღევანდელი რუსეთი სტალინიზმის თანდაყოლილ ლაქას ატარებს. თანდაყოლილი ლაქა ყველა ჩვენგანს გააჩნია. მერე, რა?” - განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ სტალინი თავისი ეპოქის პროდუქტი იყო.

მისი თქმით, ისტორიას მრავალი ოდიოზური ფიგურა ახსოვს, რომელთა მმართველობაც ერთგვარ შეფასებას არ ექვემდებარება. ასეთ ფიგურებად პუტინი მიიჩნევს ნაპოლეონ ბონაპარტს და ოლივერ კრომველს. რუსეთის ლიდერმა შეაფასა მიხაილ გორბაჩოვის საქმიანობა საბჭოთა კავშირის პერიოდში. პუტინმა გააკრიტიკა გორბაჩოვის პოლიტიკა, განაცხადა, რომ მაშინ ძალაუფლების სათავეში მყოფი ხალხი ვერ ხვდებოდა, როგორი ცვლილებები სჭირდებოდა ქვეყანას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"