"სოფოს ჩემთვის ხმა რომ მოეცა, ჩაქოლავდნენ..." - ვისი ნათქვამი მოხვდა გულზე სოფო საჟინიანს და რას ამბობს "X ფაქტორის" დატოვების შემდეგ

"სოფოს ჩემთვის ხმა რომ მოეცა, ჩაქოლავდნენ..." - ვისი ნათქვამი მოხვდა გულზე სოფო საჟინიანს და რას ამბობს "X ფაქტორის" დატოვების შემდეგ

"X ფაქტორის" ნახევარფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია. მაყურებლის გადაწყვეტილებით, 19 ივნისს, შოუს მეოთხე ლაივზე "X ფაქტორს" სოფო საჟინიანი გამოეთიშა. შესაბამისად, პროექტში mix2ra, გრიგოლ ყიფშიძე, სანდრო კურცხალიძე და თამარ ედილაშვილი დარჩნენ. სულ შემოვიდა 38117 ზარი და ამ ხმების უმრავლესობა, 27,12% მიიღო mix2ra-მ, ხოლო აუთსაიდერები თამარ ედილაშვილი და სოფო საჟინიანი გახდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება კი სოფო ნიჟარაძემ მიიღო და შოუს სოფო საჟინიანი გამოეთიშა.

ლაივის დასრულების შემდეგ ჩვენ სოფოს ვესაუბრეთ: - სოფო, ელოდი აუტსაიდერებში მოხვედრას?

- ნამდვილად არ ველოდი ამას. მე და თამარი აუტსაიდერებში არ უნდა ვყოფილიყავით. მაგრამ ისეთი ადამიანი ვარ, ყველაფერს ღირსეულად ვხვდები და ასე შევხვდი ამასაც. მთავარი იყო აქ მოვსულიყავი, ხალხი მიცნობს როგორც კარგ მომღერალს, ჩემთვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. თავს დაჩაგრულად და გაგდებულად არ ვთვლი. არ მინდა გავჩერდე, ვაპირებ ჩემი სიმღერები ჩავწერო და სტეფანემ აღარ თქვას, სოფოს ნამღერში ინდვიდუალიზმს ვერ ვხედავო.

- გეწყინა ეს ნათქვამი?

- არ მეწყინა, უბრალოდ გულზე მომხვდა ეს ნათქვამი. არ შეიძლება უსაფუძვლო რაღაცეებზე ყურადღების მიქცევა. ჩავწერ ჩემს სიმღერებს და პირველ რიგში, სწორედ სტეფანეს გავუგზავნი. შეუძლებელია იმღერო ბიორკი შენებურად, რადგან ეს ურთულესი კომპოზიციაა. სულ ვკანკალებდი ერთი ნოტიც რომ არ დამეკარგა, მე ეს შევძელი და დღეს საკუთარ თავზე გავიმარჯვე. ხალხი ყველაფერს ხვდება.

- რას გულისხმობთ, თამარი უნდა გაეგდოთ? - არა, რას ლაპარაკობთ. თამარი უნიჭიერესი ბავშვია, ის უნდა იყოს პროექტში, პატარაა და ახლა მას ეს სჭირდება.

- საბოლოოდ, შენი ბედი სოფო ნიჟარაძემ გადაწყვიტა და პროექტი დაგატოვებინა, ელოდი ამას? - სოფოს ჩემთვის ხმა რომ მოეცა, ჩაქოლავდნენ. მის ადგილზე მეც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი. მენტორ ლელა წურწუმიასთვის ბოლო ორი ლაივ-კონცერტი წარუმატებელი აღმოჩნდა, პროექტი მისი გუნდის წევრებმა დატოვეს. "დავრჩი კონკურსანტის გარეშე, მაგრამ ინტერესი პროექის მიმართ არ დამიკარგავს. მე მყავს ჩემი ფავორიტი კონკურსანტი, მაგრამ არ ვიტყვი ვინ არის ის. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, წინ საუკეთესო ტურები გველის, მე ისევ მოვალ ულამაზესი კაბით და ვიქნები ჟიურის წევრი" - ამბობს წურწუმია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება