მსოფლიოში 65,6 მილიონი ადამიანი ლტოლვილობაში ცხოვრობს

მსოფლიოში 65,6 მილიონი ადამიანი ლტოლვილობაში ცხოვრობს

გაერომ, 20 ივნისს გაერო ლტოლვილთა მსოფლიო დღე აღნიშნა და ამავდროულად, ორგანიზაციამ, იძულებით ადგილნაცვალეთა პირთა შესახებ მის მიერ ბოლო წლებში მოპოვებული მონაცემებიც გამოაქვენდა. კერძოდ, თანამედროვე მსოფლიოში, 65 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი და 22 მილიონნახევარი ლტოლვილია და მათმა უმეტესობამ საცხოვრებელი ადგილი ომისა და ძალადობის საფრთხის გამო დატოვა.

გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ წუთს, დაახლოებით 20 ადამიანი ტოვებს საკუთარ საცხოვრებელს და მათი მზარდი რაოდენობის ფონზე, მშვიდობისმყოფელი და უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მობიზილებულ რესურსებს სულ უფრო მცირდება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს, მსოფლიო ლტოლვილთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა ფიქსირდება, რაც ბოლო დროს მსოფლიოში გაუარესებული ვითარების შედეგია. გაეროს მონაცემებით, ადგილნაცვალ პირთა რიცხვი. ეს მაჩვენებელი, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ რომელიც 19 ივნისს გამოაქვეყნა, მოიცავს როგორც ლტოლვილებს, ისე თავშესაფრის მაძიებლებსა და საკუთარ ქვეყანაში ადგილნაცვალ პირებს და დაახლოებით, 300 ათასით მეტია ვიდრე 2015 წლის ბოლოს იყო.

ბოლო წლებში, ათასობით ადამიანმა, სირია სწორედ იქ მიმდინარე ექვსწლიან სამოქალაქო ომის გამო დატოვა, რომლის მასშტაბებიც ყოველწლიურად ფართოვდება და სასტიკი ხდება. მშვიდობიანი მოსახლეობა ხან სამთავრობოს ძალების, ხანაც ტერორისტების თავდახმის სამიზნე ხდება.

ამ მხრივ, სახიფათოა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები, რომლებმაც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ და მიუხედავად იმისა, "ისლამური სახელმწიფო" ბოლო თვეების განმავლობაში ტერიტორიებსა და გავლენას კარგავს, იმ მშვიდობიან მოსახლეობას, ვინც ტერორისტებს გამოექცა, არ სჯერათ, რომ ისინი ოდესმე საკუთარ საცხოვრებელში დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო, მათ სამშობლოში საცხოვრებლის გარდა, სამუშაო დაკარგეს და იციან, რომ თუნდაც დაბრუნების შემთხვევაში, ლუკმა-პურის გარეშე მოუწევთ ცხოვრება.

ამიტომაც, მათივე თქმით, ურჩევნიათ, ჯერჯერობით მაინც, გაეროს მიერ გახსნილ და ორგანიზებულ კარავ-ქალაქებში იცხოვრონ, რადგან იქ მათ ოჯახებს არ შიათ, არ სცივათ და უსაფრთხოდ არიან. ამიტომ, სამშობლოში დაბრუნებაზე ამ ეტპაზე არც ფიქრობენ და ელიან, როდის გამოჩნდება მათთვის "მესამე ქვეყანა" – ანუ ადგილი, სადაც გადაასახლებენ და სადაც ახალ და მშვიდობიან ცხოვრებას დაიწყებენ.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, იორდანია, ქვეყანა, რომელშიც 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახლა დაახლოებით 700 000 ლტოლვილისთვის თავშესაფრად იქცა. მათი დიდი ნაწილი ძალადობის მსხვერპლია. ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფი მათგან 50 ყველაზე მოწყვლადი ლტოლვილის ინტერესებს იცავს.

ჯეინი ფლემინგი, ლტოლვილთა დახმარების ერთ-ერთი პროექტის წარმომადგენელი, საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებს და აცხადებს, რომ ვითარება, ხვალ და ზეგ ვერ გამოსწორდება, მეტიც ის ამბობს, რომ ლტოლვილთა მდგომაროება, შესაძლოა, წლობით არ გაუმჯობესდეს:

"როგორც წესი, მე კლიენტებს ვეუბნები: ჩვენ დაგეხმარებით მანამ, სანამ თქვენ საკუთარი თავის დახმარება შეგეძლებათ. სანამ ფეხზე დადგბით და საკუთარ თავზე ზრუნვა შეგეძლებათ. და ეს კი შეიძლება გაგრძელდეს 10 წელს, ოც წელს. ან სულაც, მთელი ცხოვრება".

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა საერთაშორისო საზოგადოებას არაერთხელ მოუწოდა, რომ მეტი შეწირულობა გაიღონ ლტოლვილთა დასახმარებლად. ბოლოს კი, გაერომ რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის რელიგიური ლიდერის იმის ნებართვა მოიპოვა, რომ მათმა მოქალაქეებმა ლტოლვილთა პროგრამებს ფული შესწირონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნავთობით მდიდარი ზოგიერთი ისლამური ქვეყნიდან, შესაძლოა, გაჭირვებულებისთვის საჭირო თანხების მოზიდვა დაიწყოს.

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანტიმ 20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ადგილნაცვალი პირების მიმართ შიში და მათი იზოლაცია ხელს ვერ შეუწყობს პრობლემის მოგვარებას.

ადგილნაცვალ პირთა ყველაზე დიდ ჯგუფს, 12 მილიონამდე ადამიანს, სირიელები შეადგენენ. შემდეგ, 7,7 მილიონით კოლუმბიელები მოდიან, მათ მერე კი, ავღანელები არიან, რომელთა რაოდენობამ 4,7 მილიონია...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"