უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მან არ იცის, რას აკეთებს უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. ტელეკომპანია "112 უკრაინა"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მე აბსოლუტურად არ ვიცი, რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში, რადგან ის მოწვეული იყო ჩემს დასახმარებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგებს ხედავთ - მას არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.