გალის მოსახლეობა და აფხაზური "ბინადრობის მოწმობები"

გალის მოსახლეობა და აფხაზური "ბინადრობის მოწმობები"

ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, ე.წ. დაბალი ზონის სხვადასხვა სოფლიდან 500-მდე ადამიანი შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: გაუქმდეს ე.წ. ბინადრობის მოწმობები, გაიხსნას დაბალ ზონაში ჩაკეტილი ორი გადასასვლელი და შემცირდეს სასოფლო-სამეურნეო გადასახადები...

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებთან შესახვედრად სოხუმიდან დე ფაქტო ხელისუფლების, ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. პარლამენტის წარმომადგენლები და მათი მოთხოვნები მოისმინეს... მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯერჯერობით მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აქციაზე ე.წ. მილიციაც იყო მობილიზებული.. ნაბაკევამდე მისასვლელ გზას ნიღბიანი აფხაზეთის ე.წ. სპეცრაზმელები აკონტროლებდნენ.

გალის რაიონის მოსახლეობის მოთხოვნა სრულებით სხვა კონტექტსში გააშუქა აფხაზურმა მედიამ. მათი ინფორმაციით, - ნაბაკევში, აფხაზურად, სოფელ ბატაიგურაში, ადგილობრივებმა, ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნანი ქარდავასა და ყოფილი ხელმძღვანელის ზაირა ქარდავას ორგანიზებით, აქცია გამართეს, რომელსაც 80-მდე ადამიანი ესწრებოდა და ისინი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ითხოვდნენ. მათ შორის იყვნენ, ზემო ბარღებისა და ოტობაიას მცხოვრებლები.

Apsny LIFE -ის ინფორმაციით, მათი მოთხოვნის ერთი ნაწილი, აფხაზეთის ხელმძღვანელობისკენაც იყო მიმართული, - ისინი ითხოვდნენ, "ფორმა 9" ვადა წლის ბოლომდე გაგრძელებულიყო. ასევე, მათი მოთხოვნა აფხაზეთის ან რუსეთის პასპორტების გადაცემას შეეხებოდა.

აქციის მსვლელობისას კიდევ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, - მათ შორის ხელისუფლების უმოქმედება, რომელიც "საზღვრის გადაკვეთის" საკითხს გულისხმობს.

აფხაზური მედიის თქმით, ეს პირველი, გამაფრთხილებელი აქცია იყო, რომელიც გაგრძელდება და იმ შეთმხვევაში თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა, სოხუმში, ე.წ.რუსეთის საელჩოს შენობასთან გაგრძელდეს.

Apsny LIFE-ს ინფორმაციით, გალის რაიონის ადმინსტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას თქმით, ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის შეკრება და არა საპროტესტო აქცია...

საერთოდ, უკვე კარგია ხანია, გალის რაიონთან დაკავშირებით, აფხაზეთში ჩიხშია, - მან ვერ შეძლო გალის დანარჩენ აფხაზეთთან ინტეგრირება, არადა, აცნობირებს, რომ გალი რეგიონისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით.

"აფხაზეთში ჩვენ არავინ ვართ იმ ქაღალდის ნაგლეჯებით, რომლებსაც პასპორტების ნაცვლად გვაძლევენ... გალიდან გაუსვლელად კი ცხოვრება არ გამოდის, აქ მედიცინა საერთოდ არ არის. ბავშვი ზუგდიდში გავაჩინე და გამოკვლევებზეც იქ უნდა ვატარო იმის მიუხედავად, რომ ამ გაუგებარი დოკუმენტებით სიარული საზღვარზე ძალიან რთულია", - ამბობს აფხაზურ მედიასთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი...

"იმედია, ჩვენი შვილიებისთვის რამე შეიცვლება და ისინი თავიანთ მიწა-წყალზე სრულუფლებიანი მოქალაქეები იქნებიან... გავწვალდით ამ ქაღალდებით, - ჯერ "ფორმა ცხრაო", ახლა ეს ახალი ბინადრობის მოწმობა... არადა, ამბობენ, მაგ ახალი საბუთით მანქანის ყიდვასაც ვერ შეძლებთო, ანუ რა სტატუსი გვაქვს, ვერვიგებთ... " - ამბობს გალის რაიონის მკვიდრი.

ბინადრობის მოწმობის გაცემის საკითხს "არასწორ დამოკიდებულებას"უწოდებენ სხვებიც, მათი თქმით, - ბინადრობის მოწმობას აძლევენ გალის მკვიდრებს. "ჩვენ აქ დროებით კი არა, მუდმივად ვცხობრობთ... ახლა კი, ისეთი განცდა გვაქვს, რომ ჩვენი თავიდან მოშორება უნდათ... მაგრამ იქითაც რომ არ ვჭირდებით არავის?!. აქ შრომისმოყვარე ხალხია. უკეთესად ვიცხოვრებდით, ხელს რომ არ გვიშლიდნენ, მაგრამ ილოზაციაში გვაქცევენ" - ამბობს სხვა გაკლელი, რომელსაც მიაჩნია, რომ გამოსავალს გრძელვადიან პერსპექტივაშიც ვერ ხედავს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე