მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა

 მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს 4 თვის წინ შექმნილი ოჯახი დაენგრა

ბოლო დღეებში თბილისში მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის და ბათუმელი ლამაზმანის, ნინიკო ნაცარიშვილის ოჯახის დანგრევის შესახებ ალაპარაკდნენ.

ნინიკოს და ლევანის ურთიერთობა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მაშინ როცა ყველას ეგონა, რომ ჯიბღაშვილი მომღერალ სალომე წვერაიძეზე დაქორწინდებოდა, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ 18 წლის აბიტურიენტს გაუმიჯნურდა.

ნინიკო ნაცარიშვილი ულამაზესი ბათუმელი გოგონაა, რომელმაც ნაადრევ ასაკში შექმნა ოჯახი, მან ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე იქორწინა, თუმცა დაშორდნენ და გოგონამ მეორედ უკვე ცნობილ მსახიობსა და ბიზნესმენზე დაოჯახდა.

გოგონას ჯიბღაშვილმა ხელი რამდენიმე თვის წინ, თებერვალში სთხოვა. ამ ფაქტს გახარებული შეხვდა, მსახიობის დედა, ნონა ჯიბღაშვილი, რომელმაც შვილის ნიშნობის შემდეგ, სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელი პოსტიც დაწერა.

"სულ ამას ვლოცულობდი მინდოდა სიყვარულით სავსე ოჯახი გქონოდა და მადლობა უფალს! დღეს, შენ შენივე არჩევანით... მთელი ცხოვრების მანძილზე მხრებით სატარებელ უდიდეს ჯვარს იმატებ, ნინიკოს მამას უნდა კაცურად მისცე სიტყვა რომ ყველაზე ბედნიერი ქალიშვილის მამად აქცევ!!! და ეს ბედნიერება მისი შვილისადმი შენი უსასრულო და უსაზღვრო სიყვარული იქნება!..." - წერდა ნონა ჯიბღაშვილი შვილსა და რძალზე რამდენიმე თვის წინ.

თუმცა, როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობაში კრიზისია და დაშორებულები არიან, ამას ის ფაქტიც ამყარებს, რომ წყვილმა ინსტაგრამიდან ერთმანეთის ფოტოები წაშალა  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება