ამერიკაში შესვლაზე ექვსი ქვეყნისთვის შეზღუდვა ამოქმედდა

ამერიკაში შესვლაზე ექვსი ქვეყნისთვის შეზღუდვა ამოქმედდა

აშშ-ში ძალაში შევიდა შეზღუდვა ექვსი მუსლიმური ქვეყნის მცხოვრებლებისთვის ამერიკაში შესვლაზე. ასევე შეწყდა დევნილთა მიღებაც. ბრძანება ადგილობრივი დროით 30 ივნისის 03:00 საათიდან ამოქმედდა, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 72 საათში.

ამერიკაში შესვლაზე 90 დღიანი აკრძალვა მოქმედებს ირანის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის. აკრძალავა არ შეეხება მათ, ვისაც აშშ-ში ჰყავს ახლო ნათესავები, აქვს ბიზნესი, მოქმედი ვიზა ან მოქალაქეობა, ასევე მათ, ვინც სწავლობდა ან სწავლობს ამერიკაში. ასევე ამოქმედდა 120 დღიანი აკრძალვა დევნილთა მიღებაზე.

ორშაბათს, ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ოქტომბერში განსახილველ აპელაციასთან დაკავშირებით ბრძანებულების დაბლოკვის შესახებ. მანამდე მის ძირითად დებულებებს კანონიერი ძალა ექნება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"