ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარია

ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარია

ოთხმოცამდე მეხანძრე ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექს Bow Wharf-ში ხანძარს ებრძვის. ამის შესახებ "თვითერის" გვერდზე ლონდონის სახანძრო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მეხანძრეთა ინფორმაციით, ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართული იწვის. ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ხანძარმა სახლის ბოლო სართული და მანსარდაც მოიცვა. ვინაიდან შენობა დაუსრულებელია, მასში არავინ იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპლექსში ზოგიერთი ბინა უძრავი ქონების ბაზარზე იყო გატანილი, რომელთა ფასიც 1 მლნ ფუნტ-სტერლინგს აჭარბებს.

ცნობილია, რომ 14 ივნისს ხანძარმა ლონდონში 24 სართულიანი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, რომელშიც 600 მობინადრე ცხოვრობდა. ხანძარს 80 მათგანი მესხვერპლა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"