გადაიტანენ თუ არა ელიავას ბაზრობას სხვა ტერიტორიაზე - რა წერია თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაში

გადაიტანენ თუ არა ელიავას ბაზრობას სხვა ტერიტორიაზე - რა წერია თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაში

თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრების განცხადებით, გეგმა უკვე მერიაშია წარდგენილი. როგორც სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, არჩილ ბარბაქაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გეგმა მერიაში ორი დღის წინ შეიტანეს.

რაც შეეხება უშუალოდ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით გენგეგმაში არსებულ რეკომენდაციას, მისი თქმით, დოკუმენტში არსებობს ჩანაწერი, რომელიც ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანას ითვალისწინებს, თუმცა სამუშაო ჯგუფი მერიას სთავაზობს გეგმას და დანარჩენი მერიამ უნდა გადაწყვიტოს.

"მერიამ შეიძლება ხვალვე გადაიტანოს, შეიძლება საერთოდ არ გადაიტანოს. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით ვაფიქსირებთ იმას, რომ არავის ხარჯზე არ უნდა გადავიდეს ეს, არავინ უნდა დაიჩაგროს და შეწუხდეს ამით", - განაცხადა არჩილ ბარბაქაძემ.

სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, მამუკა ბოლქვაძის თქმით კი, ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული ჩანაწერი გულისმხობს მფლობელებთან მოლაპარაკებას და მათი პირობების დაცვას.

მისივე ინფორმაციით, მერიამ გეგმის განხილვა უნდა წარმართოს 2-3 თვის განმავლობაში, სხვადასხვა წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ კი, ის დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინოს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ