"თბილი" მხატვარი, რომელიც ნამუშევრებს თვალის ფანქრით ქმნის

"თბილი" მხატვარი, რომელიც ნამუშევრებს თვალის ფანქრით ქმნის

გალერეა "ვერნისაჟი" ახალგაზრდა მხატვრის მარიამ გიორგობიანის გამოფენას მასპინძლობს. მესამე პერსონალურ გამოფენაზე გიორგობიანმა 54 ნამუშავერი გამოფინა, რომელთა სრული უმრავლესობა გრაფიკულია, ერთი კი ტილოა. გამოფენა სამდღიანია და 5 ივლისს სრულდება. გრაფიკულ ნამუშევრებში ძირითადად მსოფლიოს დიდი ქალაქების ღირსშესანიშნაობები, სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოების გმირები და ძველი თბილისის ხედებია ასახული.

"მთელი ამ წლების მანძილზე ეს გრაფიკული ნამუშევრები გროვდებოდა ერთ კოლექციად. პირველად ჩავსვი ჩარჩოში და გამოიფინა "ვერნისაჟში", რაც ძალიან მიხარია... ეს ნამუშვრები ჩემი ბავშვობის ემოციებისა და შთაბეჭდილებების ფონზეა შექმნილი 10-15 წლის წინ. არის ახალი ნამუშევრებიც. აქ წარმოდგენილი გრაფიკა უმეტესად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას ფილმებისა და მხატვრული ლიტერატურის მიმართა.

ძალიან ბევრია ჩემი საყვარელი ნაწარმოების პერსონაჟი ნამუშევრებში, ასევე სიუჟეტები ლიტერატურული ნაწარმოებების საფუძველზე შექმნილი ფილმებიდან, ასევე ძველი თბილისისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის არქიტექტურას, რომელიც ჩემთვის ძალიან საყვარელია და ხშირად ვხატავ" ამბობს ახალგაზრდა მხატვარი.

მისი თქმით, ხატვისას ზეთის საღებავებს, სანგინას, ნახშირს, ტუშს, მარკერ იყენებს. მისი ნამუშევრების ნაწილი თვალის შავი ფანქრითაცაა შექმნილი.

გამოფენა დაათვალიერა მხატვარმა, სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა, რომელმაც მარიამ გიორგობიანს "თბილი მხატვარი" უწოდა:

"მარიამის შემოქმედებას ადრეული ასაკიდან ვიცნობ, მისი ნამუშევრები ადრეც მაქვს ნანახი და ძალიან საოცარ, თბილ მხატვრად ჩამოყალიბდა, მით უმეტეს დღევანდელ ურბანულ მძიმე სიტუაციაში გვთავაზობს ულამაზეს უნატიფეს გრაფიკულ ნამუშევრებს. აღფრთოვანებული ვარ, ძალიან მომწონს" - აღნიშნა გუგუშვილმა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება