არნოლდ შვარცნეგერის უკანონო შვილი მამის ასლია

არნოლდ შვარცნეგერის უკანონო შვილი მამის ასლია

არნოლდ შვარცნეგერის უმცროსი ვაჟი, რომელიც მას ქორწინების გარეშე გაუჩინა მოსამსახურე ქალმა, გაიზარდა და მამას არა მხოლოდ სახის ნაკვთებით, არამედ ათლეტიზმითაც ემსგავსება. 69 წლის შვარცნეგერი ხუთი შვილის მამაა, რომელთაგან ოთხი მეუღლე, ჟურნალისტ მარია შრაივერთან ყავს, ხოლო ერთი - ჯოზეფ ბაენა, მათი სახლის მოსამსახურის, მილდრედ პატრისია ბაენასგან.

რკინის არნი უკანონო შვილის არსებობას მანამდე მალავდა, სანამ ბიჭს 14 წელი შეუსრულდებოდა. შვარცნეგერი ამის შესახებ ცოლს მაშინ გამოუტყდა, როდესაც კალიფორნიის გუბერნატორის პოსტი დატოვა. ამას მოჰყვა განქორწინება 2011 წელს. როგორც არნის ყოფილი მოსამსახურე იხსენებს, როდესაც მან შვილს გაუმხილა ვინ იყო მამამისი, ბიჭს სიხარულის ყიჟინა აღმოხდა.

შვარცნეგერი მუდამ ხაზს უსვამს, რომ ყველა შვილი ერთნაირად უყვარს. თუმცა, ბოლო ხანებში მას ყველაზე ხშირად პაპარაცები ჯოზეფთან ერთად იღებენ. მამა-შვილი ერთად ვარჯიშობს და ერთად სეირნობს ველოსიპედით. ჯოზეფი ბოდიბილდინგითაა დაინტერესებული და ამ სპორტში შესაძლოა, მალე მეორე შვარცნეგერიც აკაშკაშდეს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება