იტალიელი მილიონერი ჯანლუკა ვაკი, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა ექსცენტრიკული იმიჯითა და ცეკვის ვიდეოებით მოიპოვა, მეუღლეს, მოდელ ჯორჯია გაბრიელეს დაშორდა. 49 წლის მილიონერმა სახელი სწორედ 30 წლის მეუღლესთან ერთად ცეკვით გაითქვა.
იტალიელი წყვილი გასული წლის ბოლოს საქართველოს ბანკმა Orange Santa-ს 2017 წლის სარეკლამო რგოლშიც გადაიღო.
იტალიელი ბიზნესმენი ჯანლუკა ვაკი ბოლონიაში დაიბადა. 49 წლის მილიონერი საგვარეულო კაპიტალის მფლობელია, დაინტერესებულია ინტერიერისა და ტანსაცმლის დიზაინით. ვაკის ეკონომიკური განათლება აქვს. 2007 წლიდან მოყოლებული მოგზაურობისა და ტურიზმის კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. იტალიელი მილიონერის ქონება 450 მილიონი დოლარია.
აღსანიშნავია რომ დაშორების ინიციატორი მილიონერი იყო. პაპარაცებმა იგი ახალ გულისსწორთან ერთად გამოიჭირეს - ვაკის რჩეული "მის კოლუმბია 2015" გახლავთ, რომელიც იმავე წელს შეცდომით დაასახელეს "მის სამყაროდ"... წაიკითხეთ მეტი