სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინიდან "ათასობით ჯარისკაცის" გაყვანისკენ მოუწოდებს

სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინიდან "ათასობით ჯარისკაცის" გაყვანისკენ მოუწოდებს

"უკრაინა უნდა შევიდეს ნატოში, პარტნიორობის პროგრამის დახმარებით, თუმცა, მანამდე მან აუცილებლად უნდა მოახდინოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, თუმცა, უდრო მეტად სჭირდება ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები" – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 112 International Insight–თან ინტერვიუში განაცხადა, რომლის შემცირებულ ვერსიასაც უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევში ვიზიტისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინულ რადასა და რუსეთის დუმას მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მესიჯები დაუტოვა...

"ჩვენ, ალიანსის შიგნით უკრაინის ნატოში გაწევრებაზე დისკუსია გვაქვს, თუმცა, მიმაჩნია, რომ უკრიანას აქვს ამის მექანიზმი და ის აუცილებლად უნდა მოხვდეს ნატოში. ნატოს კარები უკრიანისთვის ღიაა. მჯერა, რომ ჩვენ ერთად უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ... მნიშვნელოვანზე იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვითი ინსტიტუტები და დავეხმაროთ მას შეიარღებული ძალების რეფორმაში. ამაზე უნდა მოვახდინოთ ახლა კონცენტრირება."- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, - ჩრდილოატლანტიკური საბჭო კიევში, "ნატოსა და უკრაინის უნიკალური მეგობრობა გვეზეიმა... ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ უკრაინის მრავალმხრივ წვლილს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. უკრაინა ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ნატოს ყველა სამხედრო ოპერაციასა და მისიაში მონაწილეობს, მათ შორის, ავღანეთსა და კოსოვოში. ნატოს სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ჩვენი მხარდაჭერა ურყევია თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა კიევში ნატოს ატლანტიკური საბჭოს სესიის დაწყების წინ.

უკრაინული მედიის თქმით, ცოტა უფრო ადრე, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ნატოში უკრაინის გაწევრებასთან დაკავშირებით, "საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა", რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა და უფრო მეტი კრიტიკა გამოიწვია.

კიდევ ერთი, ძალზე მნიშველოვანი განცხადება, რაც უკრაინაში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა, რუსეთის მიმართ მოწოდებაა... იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მიმართა - გაიყვანოს, "თავისი ათასობით ჯარისკაცი" უკრაინის ტერიტორიიდან. იენს სტოლტენბერგმა ალიანსის "უნიკალური პარტნიორი" უწოდა უკრაინას, რომელიც 2020 წლისთვის ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელი კრიტერიუმების მიღწევაზეა საუბრობს.

რექს ტილერსონისგან განსხვავებით, რომელსაც მიაჩნია, რომ კრემლმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას ყირიმში დაძაბულობის შესამცირებლად, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მკაცრი მიმართვა გაუგზავნა.

თუმცა, უკრაინის უმაღლესი რადის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, სტოლტენბერგმა ირიბად, თუმცა ძალიან გასაგებად და დიპლომატიურად მიანიშნა უკრაინელ კანონმდებლებს, რომ ალიანსი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს.

"უკრაინას ეფექტურ შეიარაღებაზე მეტად სჭირდება ძლიერი, ანგარიშვალდებული, დემოკრატიული ინსტიტუტები; უკრაინას სჭირდება, რომ თქვენ იყოთ საუკეთესო, საუკეთესოებს შორის," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს მისი უსაფრთოხებისათვის მისაღები გაერთიანების წევრობა, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ჩერნოგორიამ, რომელიც ივნისის დასაწყისში ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა.

კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოროშენკომ და სტოლტენბერგმა აღნიშნეს, რომ ალიანსი დაიწყებს მსჯელობას უკრაინასთან იმ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ნატოში ქვეყნის საბოლოო გაწევრიანებისათვის არის საჭირო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე