იენს სტოლტენბერგი - შეშფოთებული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გადმოსწიეს ე.წ.საზღვარი

იენს სტოლტენბერგი - შეშფოთებული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გადმოსწიეს ე.წ.საზღვარი

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ე.წ. საზღვრის გადმოწევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ "კურიერის" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადმოწევს ეხებოდა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი არ განუხილავთ. "ჩვენ არ განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ნატო-ს არ აღელვებს საქართველოში არსებული ვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინასა და ავღანეთზე და რისკის შემცირებაზე.

მაგრამ, როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ვაცხადებ, რომ შეშფოთებული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გადმოსწიეს ე.წ. საზღვარი. ჩვენ აფხაზეთს და "სამხრეთ ოსეთს" არ ვცნობთ არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და არც რესპუბლიკებად. ორივე საქართველოს ნაწილია და შედის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველანაირ მცდელობას და განვაგრძობთ საქართველოს დახმარებას განახორციელოს მოდერნიზაცია, გააძლიეროს შესაძლებლობები საკუთარი თავის დასაცავად და ვითარების სტაბილიზაციაშიც, რადგან ქვეყანაში ვხედავთ უცხო ქვეყნის ჯარებს",- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"