ირმა ინაშვილი "რუსთავი 2"-სა და ვანო ჯავახიშვილზე: "რასაც იუმორს უწოდებს, ეს დასჯადი დანაშაულია"

ირმა ინაშვილი "რუსთავი 2"-სა და ვანო ჯავახიშვილზე: "რასაც იუმორს უწოდებს, ეს დასჯადი დანაშაულია"

პარლამენტარი ირმა ინაშვილი იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის საქმიაობას დანაშაულს უწოდებს. როგორც ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ჯავახიშვილის "იუმორი პოლიტიკური დაკვეთაა და ამ დაკვეთაზე, მის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზე ღიად ისაუბრებს მომავალი კვირიდან":

"ბევრჯერ მითქვამს, რასაც რუსთავი 2 და კონკრეტულად, ვანო ჯავახიშვილი აკეთებს, ეს არაა არც იუმორი და არც ჟურნალისტიკა. მთელი 1 წლის მანძილზე მიზანმიმართულად გვებრძოდნენ, ვითომ კომედიური ჟანრის ქვეშ. სინამდვილეში, სააკაშვილის ბინძურ დავალებას ასრულებდნენ. "იუმორი" მათთვის პოლიტიკური ოპონენტების განადგურების, მათი იმიჯის დაზიანების საშუალებაა და სხვა არაფერი. ეს "იუმორი" ფული ღირს. ეს "იუმორი" პოლიტიკური დაკვეთაა და ამ დაკვეთაზე, მის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზე ღიად ვისაუბრებ მომავალი კვირიდან.

P.S. რასაც ვანო ჯავახიშვილი იუმორს უწოდებს, ის სინამდვილეში ცილისწამება, ტყუილი, ადამიანების აბუჩად აგდება, ღირსების შელახვა, დამცირებაა და ეს დასჯადი დანაშაულია. რეალურად ესაა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ" - წერს ინაშვილი.

აღსანიშნავია რომ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა რამდენიმე დღეა "შეუტიეს" ვანო ჯავახიშვილს. პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა გუშინ სკანდალური განცხადება გააკეთა, სადაც წერს რომ "გიორგი სანაიას მსგავსად მსხვერპლი შეიძლება გახდეს ვანო ჯავახიშვილი:

"შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი, გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლისღვრა ახასიათებთ! უახლოესი წარსული გაიხსენეთ, გიორგი სანაია. ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით? ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ, მე ვფიქრობ, რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი" - წერს კვიციანი.

მის განცხადებას გამოეხმაურა იუმორისტიც. ვანო ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრების გააქტიურების მიზეზი მისი შოუს მონოლოგი გახდა:

"მოგეხსენებათ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში იმყოფებოდნენ, ჩვენი ტელეკომპანია პროდასავლური მიმართულების არის, ამიტომ მათ ვიზიტს გადაცემის მონოლოგში სატირულად გამოვეხმაურეთ და ალბათ ემზარ კვიციანმა ეს სატირა ვერ მიიღო. ამ განცხადებას მე სერიოზულად არ აღვიქვამ, მაგრამ უბედურება ის არის, როდესაც დეპუტატი ასეთ პოსტს წერს. ასევე უბედურება არის ისიც, რომ შესაბამისი უწყება არ ინტერესდება ამით და არ ხდება რეაგირება. ამ სისულელეზე ჩივილს და სასამართლოში სიარულს ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება ნამდვილად უნდა მოახდინონ" - აღნიშნა ჯავახიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს