ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და საბერძნეთში - ფოტოები სტიქიის ზონიდან

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და საბერძნეთში - ფოტოები სტიქიის ზონიდან

საბერძნეთსა და თურქეთში წუხელ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. "როიტერის" ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო.

იხილეთ ვიდეო

საბერძნეთის კუნძულ კოსზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე.

შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. წინასწარი ვარაუდით, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა.

6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას თურქეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები. რაც შეეხებათ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათი დაშავების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

იხილეთ ვიდეო: როგორ გარბის პანიკაში მყოფი ხალხი მიწისძვისას - ძლიერმა ბიძგებმა საბერძნეთსა და თურქეთში ცუნამი და ნგრევა გამოიწვია

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"