სეტყვა, შტორმი, წყალდიდობა - რა ვითარებაა ამჟამად სტამბოლში

სეტყვა, შტორმი, წყალდიდობა - რა ვითარებაა ამჟამად სტამბოლში

სტამბოლში ძლიერი შტორმია. წვიმამ, სეტყვამ და ქარმა წყალდიდობა გამოიწვია, ჩამოინგრა სასაფლაოს კედლები და აფეთქება იყო პორტში. შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა. მაშველები და მოსახლეობა ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ. მოქალაქეები იმ ადამიანებს ეძებენ, ვინც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს მოყოლილი.

იხილეთ ვიდეო

გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა ამწე ჩამოაგდო, რომელიც ნავთობის ცისტერნებს დაეცა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. ხანძარი ერთ-ერთ დეპოშიც გაჩნდა, ის მეხის დაცემამ გამოიწვია.

სტამბოლის მთავარ აეროპორტში რეისები გადაიდო. წყალდიდობის გამო, რამდენიმე თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. სეტყვამ, რომელიც ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით გოლფის ბურთის ზომის იყო, მანქანები და სახლის ფანჯრები დააზიანა.

ხელისუფლებამ ქალაქის ევროპული და აზიური ნაწილების დამაკავშირებელი გვირაბი დროებით დახურა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"