როგორ აღმოჩნდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ლეონარდო დიკაპრიოს გრანდიოზულ წვეულებაზე

როგორ აღმოჩნდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ლეონარდო დიკაპრიოს გრანდიოზულ წვეულებაზე

"მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი რამდენიმე წლის წინ, სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. ის დროს სწავლას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას უთმობს.

ჯანეტ ქერდიყოშვილი ამჯერად საფრანგეთში, კერძოდ სენ-ტროპეში იმყოფება.

ქართველი მოდელი გუშინწინ, ლეონარდო დიკაპრიოს გრანდიოზულ წვეულებაზე იყო მიპატიჟებული, სადაც ულამაზესი კაბით და ოქროსფერი კლატჩით გამოცხადდა.

ამის შესახებ, ინსტაგრამზე თავად ჯანეტ ქერდიყოშვილმა დაპოსტა.

როგორ მოხვდა ჰოლივუდის ვარსკვლავის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქართველი ვარსკვლავი, უცნობია. სამწუხაროდ, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, The Leonardo DiCaprio Foundation-ის გალა-საღამო სენ-ტროპეში უკვე მეოთხედ გაიმართა, სადაც ისეთი ვარსკვლავები იყვნენ სტუმრად, როგორებიც არიან ქეით უინსლეტი, მადონა, შონ პენი, ტობი მაგგუაერი.

განგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება