ახალი რუსულ-სომხური დაჯგუფება სამხრეთ კავკასიის "სტაბილიზაციისთვის"

ახალი რუსულ-სომხური დაჯგუფება სამხრეთ კავკასიის "სტაბილიზაციისთვის"

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2016 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც რუსეთისა და სომხეთის სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, უკვე რატიფიცირებულია.  "კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა" (ОГВ) დოკუმენტში წერია, რომ დაჯგუფების შექმნის მიზანი კავკასიის რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და ამის განსახორციელებლად შესაბამისი ქმედებები უნდა დაიწყოს. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ დაჯგუფების მეთაურს სომხური მხარე დანიშნავდა, თუმცა, ამ ეტაპზე მაზე არაფერია ნათქვამი, სომეხი პოლიტიკური ექსპერტების  აზრით, ასეც რომ მოხდეს, - ის ყველა შემთხვევაში რუსეთის ფავორიტი კადრი იქნება...    

შეთანხმების შესაბამისად, სამხედროთა გაერთიანებულმა დაჯგუფებმა უნდა დაიცვას რუსეთისა და სომხეთის სახმელეთო საზღვრების ნაწილები და საჰაერო სივრცე. გარდა ამისა, ქვეყნები ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზეც შეთანხმდნენ.

აღნიშნულმა შეთანხმებამ აზერბაიჯანში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, ვინაიდან შეთანხმება ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში მოიწონა პრეზიდენტმა პუტინმა. მას შემდეგ აზერბაიჯანში პერიოდულად იწყებოდა განხილვები, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე და რას ნიშნავს ეს აზერბაიჯანისთვის?

რა თქმა უნდა, ამას ბაქოში მოწინააღმდეგე მხარის, სომხეთის გაძლიერებად და რუსეთის არამეგობრულ ნაბიჯად განიხილავდნენ... საქმე ის არის, რომ ე.წ. სამხრეთ კავკასიაში ძალთა დაბალანსების საკითხს რუსეთი სათავისოდ იყენებს და ეს არის მისთვის მთავარი, - ახალი არ არის, რომ რუსეთისა და ნატოს ურთიერთობები ყოველწლიურად უარესდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვრები კი, სწორედ თურქეთ-სომხეთის საზღვარზე გადის. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავის პოზიციები უფრო და უფრო გააძლიეროს.

რუსეთი ოფიციალური პოზიციით არ გამოხმაურებია საქართველოში რიგით მესამე მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი 2017", რომელიც 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება და რომელშიც პირველად, სომხეთის სამედიცინო ასეული, საველე ლაზარეთი მონაწილეობს... 2015 წელს ჩატარებული პირველი სწავლების შემდეგ "ღირსეული პარტნიორის" მასშტაბი გაიზარდა და წელს მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს ხუთი წევრი და სამი პარტნიორი ქვეყნის ქვედანაყოფები, კერძოდ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების 2 800-ზე მეტი სამხედრო...

სომეხი ექსპერტების თქმით, ამასთან დაკავშირებით რუსეთის თავის პოზიციას აუცილებლად უფრო მკვეთრად გამოხატავს; რაც შეეხება ახალ პროექტს, რუსეთსა და სომხეთს შორის ისედაც არსებობს ორმხრივი შეთანხმება ОДКБ, ორგანიზაცია კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, რომლის ფარლებშიც, სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი უნდა ჩაერიოს. ეს თავის მხრივ, თურქეთისა და აზერბიაჯანის მიმართულებით საფრთხის შემთხვევაში სომხეთს მშვიდად ყოფნის საფუძველს უნდა აძლევდეს, მაგრამ მისი ორმაგი სტანდარტები აშკარა ეჭვებს აჩენს...

აზერბაიჯანელი ექსპერტების განცხადებით, ახალი, რუსულ-სომხური შეთანხმების მნიშვნელობა გარკვეულწილად გაზვიადებულია და ის, რომ ახალმა სამხედრო დაჯგუფებამ კავკასიის რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა შეძლოს, უფრო რევერანსია სომხეთის მიმართ, ვიდრე რეგიონში უსაფრთხოებისთვის ძალთა ბალანსი.

აზერბაიჯანელი პოლიტკოსების თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის გამო სომხეთი ვერ იქნება ის მხარე, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მათი თქმით, რუსეთს რეალურად, სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გაძლიერება და რეგიონში დომინირება სურს და ახალი შეთახმების ფარგლებში, სომხეთი, როგორც ჩვევია, სამხედრო დანაყოფის ბაზირების ადგილისთვის სჭირდება და ამას კეთებს კიდეც...

აზერბაიჯანელი ექსპერტების თქმით, - დოკუმენტის თანახმად, სომხურმა მხარემ მშვიდობიან დროს უნდა გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც ამ დანაყოფის საქმიანობას უკავშირდება. საუბარია - კვებაზე, ელექტროენერგიის უზრუნველყოფასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. ანუ ფაქტორბივად, მას მხოლოდ ტექნიკური დანიშნულება აქვს - ომის დროს კი დაჯგუფება მთლიანად რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადავა და შესაძლოა, იმ საომარ კონფლიქტში ჩაერთოს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებს შეეხება... ანუ სომხეთს ეს პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო მდგომარეობაში არ აყენებს. მეტიც, საქმე ის არის, რომ რუსეთს კარგად ესმის, სომხეთი საჭიროების შემთხვევაში, მცირედი პროტესტის გარეშე საკუთარ ტერიტორიას რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეთა კონტინგენტს დაუთმობს ...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე