უკრაინული მედია - უკრაინამ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს შეატყობინა, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია

უკრაინული მედია - უკრაინამ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს შეატყობინა, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია

უკრაინამ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს შეატყობინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა უკრაინა“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხით მზაკვრული კომბინაცია გაითამაშა. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულების ხელმოწერის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს არხებით აშშ-ს და სხვა ქვეყნების შესაბამისი უწყებების ინფორმირება მოხდა იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია. მას ფიზიკურად არ შეუძლია აშშ დატოვოს. სააკაშვილი იზოლაციაშია“, - განაცხადა წყარომ.

წყაროს ინფორმაციით, ეს იმიტომ მოხდა, რომ უკრაინას არ შეხებოდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება.

იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"